გაკვეთილის გეგმა
| გაკვეთილის მთავარი თემა | ფაილი და საქაღალდე |
| სწავლების საფეხური | საბაზო,Vკლასი |
| მოსწავლეთა პროფილი | ჩვეულებრივი-5 მოსწავლე |
| გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა | მოსწავლეები შეძლებენ წინა გაკვეთილზე შექმნილი ნახატების შენახვას საქაღალდეში |
| გაკვეთილის მოზნები და ამოცანები | მოსწავლეებმა შეძლონ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვა, ფაილების დაჯგუფება საქაღალდეებში, საქაღალდეების დაჯგუფება ქვესაქაღალდეებად და სახელის დარქმევა. |
| წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა იციან paint-ში ნახატების შექმნა. |
| შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები შეფასდებიან საშინაო დავალებაში, პრეზენტაციაში, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაში. გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას ინდივიდუალურად. |
| სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | კომპუტერი, სახელმძღვანელო, რვეული, კალამი. |
| გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | გაკვეთილის დაწყებამდე თითოეულ მოსწავლეს გავუმზადებ მეხსიერების ბარათში ჩაწერილ საშინაო დავალებას მონიტორზე. მოსწავლეები გააკეთებენ საშინაო დავალების პრეზენტაციას ინდივიდუალურად. განვლილი მასალის ახალ მასალასთან დასაკავშირებლად მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს. ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის წაშლით გამოვიწვევ მოსწავლეებში ინტერესს თუ როგორ მოვახერხოთ ნახატის შენახვა ფაილებში და მასზე სახელის დარქმევა. პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით მოვახდენ მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას. |
No comments:
Post a Comment