ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები;
by giulibaduashvili — last modified 2011-12-18 13:03Share
1.გაკვეთილის თემა | ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები; |
2.სწავლების საფეხური და კლასი | დაწყებითი საფეხური, V კლასი |
3.ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი | ისტ –ი, მასწავლებელი: გიული ბადუაშვილი |
4.მოსწავლეთა რაოდენობა | 9 მოსწავლე |
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი | „განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან კლასში“ |
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას. |
7.გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით) | · ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს, · მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვ ა · (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე); · დააჯგუფოს ფაილებ ი საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეები ქვესაქაღალდეებ ში; · გააზრებულად დაარქვას სახელწოდებებ ი საქაღალდეებს და ქვესაქაღალდეებს ; · ლოგიკურად დაალაგო ს ფაილები და საქაღალდეებ ი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს მათი მოძებნა და წაკითხვა; · განასხვავოს ფაილების ტიპები (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო) ; |
8.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები | მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა (“, „“) და ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება - გადმოწერა - შენახვა. |
წინასწარიცოდნა | · საქაღალდისშექმნა, · საქაღალდეებიდაფაილები, · ფაილებისგადატანა , · ფაილისზომა |
9.თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) | მოსწავლეები წყვილებში ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას. დავალება 1. მოსწავლეებმა უნდა შექმნან საქაღალდე, დაარქვან შესაბამისი სახელი და საქაღალდეშივე აიღონ ვორდის ფურცელი. დავალება 2. გადმოიტანონ მზა ფიგურები და შეაფერადონ. დავალება 3. გაუკეთონ შესაბამისი მინაწერი ამ ფიგურებს. დავალების მიცემას ვანდომებ - 2 წთს · A დავალების შესრულებას ვანდომებთ - 15 წთს · B ფაზა ( შინაარსის რეალიზება ) - 22 წთ · C ფაზა ( გამთლიანება )- 6 წთ |
10.შეფასება | შესრულებული დავალების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ დავალების ანალიზს და ვაცნობ მოსწავლეებს ფაილის და საქაღალდის ცნებას , განსხვავებას ფაილსა და საქაღალდეს შორის, ვარკვევ მოსწავლეებს ფაილის ტიპებში , ფაილის ზომებში (ბაიტი). პროექტორის საშუალებით ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას . ვახდენ დავალების შეჯამებას, ვაკეთებ დასკვნებს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და ვაფასებ მოსწავლეებს. |
11.საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები | გვესაჭიროება 9 ცალი კომპიუტერი, ვინაიდან გვაქვს 4 სასწავლო კომპიუტერი, მოსწავლეები თითო კომპიუტერთან ორ – ორი სხედან, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს დავალების სწრაფად და დროულად შესრულებაში. ვიყენებთ პროექტორს, მე – 5 კლასის სახელმძღვანელოს |
No comments:
Post a Comment