Wednesday, August 7, 2013

გაკვეთილის თემაფაილი და საქაღალდე
სწავლების საფეხურიდაწყებითი
კლასიV
მოსწავლეთა რაოდენობა16
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეარცერთი ბავშვი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას
მასწავლებელინათია სოხაშვილი
გაკვეთილის მიზანიფაილისა და საქაღალდის ცნებების გააზრება. ფაილებზე და საქაღალდეებზე მოქმედებების გაცნობა. მოსწავლეები ისწავლიან საქაღალდის და ქვესაქაღალდის შექმნას. ფაილებზე და საქაღალდეებზე მოქმედებების გაცნობა: ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, წაშლა და აღდგენა.
მოსალოდნელი შედეგიმოსწავლეებს ეცოდინებათ ფაილისა და საქაღალდის მნიშვნელობა, შეძლებენ ერთმანეთისგან განასხვაონ ფაილის ტიპები (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო). დაჯგუფებენ  ფაილებსსაქაღალდეში. გააზრებულადდაარქმევენ  სახელწოდებებსსაქაღალდეებსდაქვესაქაღალდეებს.გამოუმუშავდებათ ინფორმაციის ორგანიზებულად  წარმოდგენის უნარ-ჩვევები.
სტანდარტთან შესაბამისობაის ტექნ. V4
·         აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგ: ფაილი, საქაღალდე). გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს.
·         ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.

წინასწარი ცოდნამოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა.
შეფასების საგანი და პროცედურებიმოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფურცლები, მარკერები.
გაკვეთილის მსვლელობასაორგანიზაციო საკითხები - 2 წუთი
A ფაზა (გამოწვევა- 15 წუთი)
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით. ფურცლებზე წერს ერთიანს და ორიანს. თითოეული მოსწავლე იღებს ფურცელს და ჯგუფდებიან ( ერთიანები ერთ ჯგუფში, ორიანები - მეორე ჯგუფში).
მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს სხვადასხვა ტიპის ფაილებს(ტექსტური, გრაფიკული და აუდიო) და  თითოეულ ჯგუფს აძლევს განსხვავებულ დავალებას:
პირველი ჯგუფი ფაილებს ალაგებს ტიპების მიხედვით.
მეორე ჯგუფი დახარისხებულ ფაილებს არქმევს შესაბამის სახელს.
B ფაზა - ( 22 წუთი)
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი  მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას, აცნობს საქაღალდეებისა და ფაილების ცნებას, არკვევს მოსწავლეებს ფაილის ტიპებში, ფაილის ზომებში. პროექტორის საშუალებით ახდენს  დემონსტრირებას.
C ფაზა (6 წუთი)
ახდენს გაკვეთილის შეჯამებას რა ვისწავლეთ და რაში გამოგვადგება მიღებული ცოდნა. აფასებს მოსწავლეებს.
შეფასების სქემა

კრიტერიუმი1-34-67-89-10
საქაღალდის შექმნავერ ქმნის საქაღალდეს.უჭირს საქაღალდის შექმნა დამოუკიდებლად.ქმნის საქაღალდეს, ქვესაქაღალდეს. შეუძლია ფაილისა და საქაღალდის ერთმანეთისგან გარჩევა, მაგრამ უჭირს  ფაილის ტიპების განსხვავება.დამოუკიდებლად შეუძლია საქაღალდის და ქვესაქაღალდის შექმნა.შეუძლია ფაილისა და საქაღალდის ერთმანეთისგან გარჩევა,  ფაილის ტიპების განსხვავება.
ფაილების გადატანა და ორგანიზებაუჭირს სახელის დარქმევა და გადარქმევა.უჭირს ფაილების მოთავსესება საქაღალდეში.შეუძლია ფაილს დაარქვას და გადაარქვას სახელი, მოათავსოს საქაღალდეში, მაგრამ ვერ ახდენს ფაილის ტიპის განსაზღვრას.დამოუკიდებლად შეუძლია  ფაილს დაარქვას და გადაარქვას სახელი, ათავსებს საქაღალდეში.
ფაილის ზომაუჭირს ფაილის ზომების განსაზღვრა.ვერ პოულობს ფაილებს ზომების მიხედვით.პოულობს ფაილებს მითითებული ზომების მიხედვით, თუმცა უჭირს მისი მოთავსება საქაღალდეში.დამოუკიდებლად პოულობს ფაილებს მითითებული ზომების მიხედვით, ათავსებს საქაღალდეში.
127_rogor-davadot-paroli-failebs-protected-folder.jpg
coverImage.gif
Creative Commons License

No comments:

Post a Comment