გაკვეთილის მთავარი თემა | რა არის ინტერნეტი? |
სწავლების საფეხური | V კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | 10 მოსწავლე |
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა | · მოწავლეებს ინტრნეტისა და ინტერნეტ ბროუზერების ცოდნა საშუალებას აძლევს სხვადასხვა საგნებში ინფორმაციის მოსაპოვებლად. · ინტერნეტი დღესდღეობით წიგნიერების დამხმარე საშუალებაა. · ინტერნეტ ქსელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებელ თანატოლებთან ურთიერთობისთვის, მათი ტრადიციების, ზნე– ჩვეულებებისა თუ კულტურის უკეთ გაცნობაში. · ინტერნეტ სერვისების მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი მოსაზრებები, თუ პროექტები გააცნონ დაინტერესებულ მომხმარებელს . · ინტერნეტი ერთ–ერთი თანამედროვე ფორმაა სხვა სკოლის მოსწავლეებთან მეგობრული და თანამშრომლობითი მუშაობისათვის. |
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები | ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის ა და ორგანიზების დროს . შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს. · მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: „“, „“); · აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალდეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს; · ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით; · განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას; ის ტექნ. V. 5 . მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში . შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე: · ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს; · ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს); · ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას; |
წინასწარი ცოდნა |
Wednesday, August 7, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment