Wednesday, August 7, 2013


MultimediaMaterial

მოქმედებები ფაილებზე და საქაღალდეებზე

by lia barbaqadze — last modified 2011-08-07 22:57
გაკვეთილის თემამოქმედებები ფაილებზე და საქაღალდეებზე
სწავლების საფეხური/ კლასიდაწყებითი V კლასი
ინტეგრირებული საგნები ინფორმატიკა, ინგლისური
მოსწავლეთა რაოდენობა4
მოსწავლეთა  ორგანიზებაინდივიდუალური, წყვილური
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგებიფაილის და საქაღალდის ცნება:  ფაილი, როგორც მონაცემების შენახვის ძირითადი ერთეული; საქაღალდე, როგორც ფაილების დაჯგუფების საშუალება. საქაღალ­დესთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - შექმნა, წაშლა, კოპირება, გადაადგილება, აღდგენა;
ფაილთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - ფაილის კოპირება, გადაადგილება, წაშლა, წაშლილი ფაილის აღდგენა (”სანაგვე ყუთიდან”),  ფაილების დაჯგუფება საქაღალდეებში; 
 ე ს გ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
  •  ის ტექნ. V.1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
  • აცნობიერებს ფაილისა და საქაღალდის დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა)
  • აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალ­დეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს; 
 წინასწარი ცოდნა 
  •  უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს;
  • შეუძლია ფაილის შექმნა ამა თუ იმ სამომხმარებლო პროგრამის გამოყენებით;
  • მასალის შენახვა სხვადასხვა ფორმატში;
  • ასაკის შესაბამისად სწორად იყენებს საჭირო ტერმინოლოგიას.
 თანმიმდევრობა (აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ და დრო) აქტივობა I (3 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს წყვილებად, თითოეულ წყვილს ევალება მასწავლებლის მიერ დარიგებული ქაღალდის საქაღალეებში არაორგანიზებულად ჩადებული ფურცლები, რომლებზედაც დაწერილია ინგლისური და ქართული სიტყვები  ჩაალაგონ საქაღალდეებში (ინგლისური სიტყვები საქაღალდეში, რომელსაც აწერია  ,,Folder" და ქართული სიტყვები საქაღალდეში, რომელსაც აწერია ,,საქაღალდე”; და მიუწერონ შესაბამის ენაზე თარგმანი (ინგლისურს ქართული და პირიქით);
აქტივობა II (10 წთ)
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს დისკუსიას, აკეთებს დავალების ანალიზს და აცნობს მოსწავლეებს ფაილის და საქაღალდის ცნებას, განსხვავებას ფაილსა და საქაღალდეს შორის, არკვევს მოსწავლეებს ფაილის ტიპებში, ფაილის ზომებში (ბაიტი);
მოსწავლეებს მოუწოდებს გაიხსენონ ყველა ის ინგლისური სიტყვა, რომლის გამოყენებაც სჭირდებათ კომპიუტერთან მუშაობის დროს (მაგალითად: desktop; icon; display; mouse და ა. შ.) მოსწავლეები ასახელებენ ინგლისურად და შესაბამისი ქართული თარგმანით შესწავლილ ტერმონოლოგიას; განიხილავენ შესრულებულ დავალებას (სიტყვების თარგმნა);
შემდეგ მასწავლებელი ხსნის ღილაკებს: cut, copy, paste, მათ დანიშნულებას  კონტექსტური მენიუს გამოყენებით;(აცნობს მათ შესაბამის ქართულ თარგმანს და ასოცირებას აკეთებს მათ მიერ შესრულებულ დავალებასთან);
პროექტორის საშუალებით ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას.
აქტივობა III (10 წთ)
მოსწავლეებს ევალებათ დასხდნენ კომპიუტერთან, შექმნან თავიანთი სახელობის საქაღალდეები My Documents-ში, ამ საქაღალდეებში კიდევ შექმნან 2 საქაღალდე, ერთი ქართული წარწერით ,,საქაღალდე” და მეორე ინგლისური წარწერით ,,Folder"   და V კლასის საქაღალდეში წინასწარ მასწავლებლის მიერ ქაოსურათ ჩაყრილი ინგლისური წარწერისა და ქართული წარწერის  მქონე ფაილები ჩააწყონ ცალ-ცალკე მათ მიერ შექმნილ საქაღალდეებში შესაბამისად;
აქტივობა  IV (2 წთ)
შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ თავიანთი სახელობის საქაღალდეები დააკოპირონ  V კლასის საქაღალდეში;
აქტივობა V (2 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს წყვილებათ და ავალებთ მაგიდაზე არსებული ქაღალდები ჩაყარონ ყუთში, შემდეგ კი ავალებთ მაგიდიდან დაკარგული დოკუმენტის მოძებნას და თხოვს მოსწავლეებს მოძებნონ იმ გადაყრილ ქაღალებში, რომლებიც ყუთში ჩაყარეს.მოსწავლეები დოკუმენტს ყუთში პოულობენ.
აქტივობა  VI (5 წთ)
 შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს დისკუსიას, აკეთებს დავალების ანალიზს და აცნობს მოსწავლეებს Delete Restore ღილაკების დანიშნულებას და ასოცირებას აკეთებს შესრულებულ დავალებასთან;(აცნობს ამ სიტყვების შესაბამის ქართულ თარგმანს);
პროექტორის საშუალებით ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას.
აქტივობა  VII ( 4 წთ)
მოსწავლეები სხდებიან კომპიუტერებთან და მასწავლებლის დავალებით შლიან თავიანთი სახელობის საქაღალეებს My Documents-დან, შემდეგ ევალებათ აღადგინონ წაშლილი დოკუმენტი და კვლავ წაშალონ, აღარ სჭირდებათ, რადგან დაკოპირებული აქვთ თავიანთი კლასის სახელობის მქონე საქაღალდეში;
აქტივობა  VIII (3 წთ)
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ? რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები? და ა. შ.
აქტივობა  IX (4 წთ)
შესწავლილი მასალის  განმტკიცების მიზნით მოსწავლეები კომპიუტერში აკეთებენ ტესტს. 
შეფასება(2 წთ)
განმავითარებელი- მასწავლებლის კომენტარი. 
საკლასომენეჯმენტი/ საგანმანათლებლორესურსებიკომპიუტერები, პროექტორი, საქაღალდეები, ფურცლები, ყუთი, ტესტები, მარკერები.

No comments:

Post a Comment