გაკვეთილის თემა | ფაილების ტიპები და მასთან დაკავშირებული მოქმედებები.
|
სწავლების საფეხური/ | საბაზო, VII კლასი |
ინტეგრირებული საგნები | ისტ, ხელოვნება,გეოგრაფია.
პედაგოგები: ლია ჯალიაშვილი, მანანა ჯალიაშვილი. |
მოსწავლეთა პროფილი | 2 ბავშვი |
აქტივობის მიზნები დამისაღწევი შედეგები | აქტივობები: საკლასო მსჯელობა, ინტერნეტში მასალის მოძიება, სახელმძღვანელოზე მუშაობა.
მიზნები:
ისტ: მუშაობის პროცესში „save, save as“ ფუნქციების გამოყენების სწავლება,მონაცემთა შენახვის იერარქიის განხილვა და დაჯგუფება საქაღალდე-ქვესაქაღალდეებად. ფაილების განსხვავება ტიპების მიხედვით, სახელის დარქმევა შესაბამისი სტრუქტურებისთვის.
ხელოვნება: არქიტექტურის სახეობების, მსოფლიო არქიტექტურის
უმნიშვნელოვანესი ნიმუშების გაცნობა,სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან დაკავშირების განვითარება.
გეოგრაფია: ევროპის ქვეყნების გაცნობა,ბუნებრივი ზონების განხილვა,რომელიც ყველაზე ხელსაყრელია საცხოვრებლად და შრომითი საქმიანობისთვის. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები |
- მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
- აცნობიერებს ისტ-ს როლს ადამიანის ინტელექტის განვითარებაში.
- მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა.ჩამოთვლის და აანალიზებს რამდენიმე მიზეზს: რატომ ქმნიან ადამიანები ხელოვნების ნაწარმოებებს,
- რის გადმოცემა სურდათ ნამუშევარში.
- მსჯელობს ხელოვნებაზე როგორც გატაცებასა და პროფესიაზე.
- განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
|
წინასწარი ცოდნა | ისტ– ინტერნეტ ბრაუზერის და ტექსტური რედაქტორის მოხმარება,კლავიატურის ფუნქციური კლავიშების გამოყენება. ხელოვნება- რა მიმდინარეობებია ხელოვნებაში დროის მიხედვით. გეოგრაფია- რუკაზე ორიენტირება. |
თანმიმდევრობა |
- მისალმება და გაკვეთილის მიზნის,სტრუქტურის გაცნობა.
- ცოდნის აქტუალიზაცია :ფრონტალური გამოკითხვა
- კითხვები: 1) ჩამოთვალეთ მიმდინარეობები ხელოვნებაში ეპოქების მიხედვით
- 2) რომელი ბროუზერის გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას მუშაობის პროცესში და რატომ?
- ვაცნობ ევროპის ქვეყნებს საათობრივი ზოლის,მოსახლეობის და სახელმწიფოთა რაოდენობის მიმოხილვით.ეროვნული პარკები,ფლორა,ფაუნა,მთათა და მდინარეთა სისტემა,ღირსშესანიშნავი ადგილები:სტოუნჰენჯი, საგრადა ფამილია, ნოიშვანშტაინის კოშკი.შევჩერდები ერთ-ერთ სახელმწიფო-ესპანეთის განხილვაზე.
- მოკლედ ვიხილავ ესპანეთის სახელმწწიფოს მდებარეობას,მის მოსაზღვრე ქვეყნებს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, კულტურას, ისტორიას, ეკონომიკას,ჰავას,მდინარეებსა და ტბებს.ვჩერდები ესპანურ ფლამენკოსა და კორიდას განმარტებაზე.
- ბავშვები მასწავლებლის დახმარებით იძიებენ ka.wikipedia-ს საშუალებით ესპანეთზე რამოდენიმე სურათს, გადმოიწერენ საქაღალდეში, დაარქმევენ სახელს. ასევე გადმოიწერენ კორიდას შესახებ ინფორმაციას ტექსტის სახით (copy-paste-ის დახმარებით) და მოათავსებენ ტექსურ რედაქტორში- MS WORD.
- ვუხსნი რომ ესპანეთი არქიტექტურის შედევრებით ცნობილი ქვეყანაა,ვუყვები არქიტექტურის განმარტებას,რა არის არქიტექტორის მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელი, ფასადის,ინტერიერის და ექსტერიერის განმარტება.
- დავალება წიგნიდან: სურათზე გამოსახული ნაგებობები რისთვისაა განკუთვნილი.
- ესპანეთს უხვად ყავს ცნობილი არქიტექტორები,მათგან შევჩერდებით ანტონიო გაუდისა და სანტიაგო კალატრავას შემოქმედებაზე. ვაჩვენებ სურათს:ანტონიო გაუდი
- დავალება: მოიძიონ და გაეცნონ ka.wikipedia-ს საშუალებით დასახელებულ არქიტექტორთა ბიოგრაფიას.
- პრეზენტაციის ჩვენება– '' ღმერთის არქიტექტორი''
- ნანახის მიმოხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება დისკუსიის საშუალებით.
- გამოკითხვის შედეგების შეჯამება და დასკვნის გამოტანა გაკვეთილის ეფექტურობის შესახებ.
|
შეფასება | ვიყენებ შეფასების რუბრიკას |
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსი | წიგნი, კალამი, რუკა, კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტთან წვდომის საშუალებები და ბროუზერები.
|
No comments:
Post a Comment