გაკვეთილის თემა | მინდა ვიყო ჯანმრთელი? |
2.სწავლების საფეხური და კლასი | საბაზო, IX კლასი. |
3.ინტეგრირებული საგნები მასწავლებლის სახელი, გვარი | სამოქალაქო განათლება-ფ.ზარხოზაშვილი და ბიოლოგია-ნ.გელაშვილი. |
4. მოსწავლეთა რაოდენობა | 25 მოსწავლე |
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი | –––––––– |
6. გაკვეთილის სასწავლო miznebi | სამოქალაქო განათლების მიზნები: მოსწავლეებმა ისაუბრონ საკუთარ მიზნებზე და იმსჯელონ იმ მიზეზებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მომავალი ცხოვრების სწორად წარმართვაში. აკეთებენ განაცხადს მინი-პროექტისათვის ”ჩემი მომავალი პროფესია და კარიერა" ბიოლოგიის გაკვეთილის მიზნები:მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციაზე ადამიანის ორგანოთა სისტემების ამოცნობა,ზოგადად დაახასიათონ მათი ძირითადი ფუნქციები, მოიპოვნ ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთერებების შესახებ, ისაუბრონ იმ ორგანოების დაავადებებსა და დარღვევის შედეგებზე, რომლებსაც აღნიშნული ნივთიერებები იწვევენ ორგანიზმში მოხვედრის დროს. |
7. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები | მოქ.IX.10. მოსწავლე გეგმავს თავის მომავალ საქმიანობას და კარიერას. .ჩამოთვლის საკუთარ მიზნებს (მაგ:ვიყო განათლებული, მდიდარი, ჯანმრთელი, ლამაზი, უსაქმური, ვიცხოვრო უსაფრთხოდ და აშ)რომლებიც კარიერასთან არის დაკავშირებული. მსჯელობს მათ რეალურობასა და მიღწევის გზებზე. მიზნების განხორციელების გზებს აკავშირებს შესაბამის მოვალეობებთან; .საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების ანალიზის საფუძველზე ასახელებს საქმიანობის იმ სფეროს,რომელსაც სვარაუდოდ უკავშირებს საკუთარ მომავალ მოღვაწეობას. აკეთებს განაცხადს მინი პროექტისათვს ”ჩემი მომავალი პროფესია და კარიერა” ბუნ.IX.1. მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურების შესახებ. .ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციას. .მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვით(მაგ.: კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერეტურის მატება, ფაგოციტები)შესაძებლიბების შესახებ და ვარაუდობს მათი დარღვევის შედეგებს. |
8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) | აქტივობა 1. მუშაობა ჯგუფებში და მოძიებული ინფორმაციების წარდგენა აქტივობისათვის საჭირო დრო:20წთ. აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ურთიერთთანამშმრომლობის, კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. აქტივობის აღწერა: ლასი დაყოფილია სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა შემდეგი დავალება: მათ უნდა შეექმნათ რეფერეტები და თვალსაჩინოებები განსაზღვრული თემის შესახებ.კერძოდ,I ჯგუფს-თამბაქოს,IIჯგუფს-ალკოჰოლის,IIIჯგუფს-ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. პრეზენტაციის დროს ბავშვებმა ისაუბრეს თამბაქოს,ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებებისა და წარმოშობის ისტორიის შესახებ,განიხილეს ადამიანის ის ორგანოები და ორგანოთა სისტემები,რომლებზეც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ აღნიშნული ნივთიერებები და ისაუბრეს იმ დაავადებებზე, რომლებსაც ისინი იწვევენ ორგანიზმში. პრზენტაციის დროს მოსწავლეებმა გამოიყენეს იფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნიკური საშუალებები.მათ ტელეფონით გადაიღეს თვალსაჩინოებები,განათავსეს დისკზე და უჩვენეს პროექტორზე, ასევე იხელმძღვანელეს წიგნით “მეცნიერების ენციკლოპედია’’,რომელსაც ახლავს ინტერნეტი,საიდანაც დისკზე გადაწერეს შემდეგი საიტები: სასუნთქი სისტემა-საიტი 1. სისხლის მიმოქცევის სისტემა-საიტი 1.და საიტი 3. საჭმლის მომნელებელი სისტემა-საიტი 1. ნერვული სისტემა-საიტი1.საიტი2. აქტივობა 2-კლასში ჯგუფური მუშაობა. აქტივობისათვის საჭირო დრო:15 წუთი აქტივობის მიზანი:წიგნში მოცემულ ინფორმაციულ წყაროებზე მუშაობა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. აქტივობის აღწერა:ჯგუფებს ეძლევათ საკლასო დავალება:მათ ურიგდებათ ინფორმაციული წყაროები,რომელთა განხილვის შემდეგ,ისინი აკეთებენ სათანადო დასკვნებს და პასუხობენ დასმულ კითხვებს. I ჯგუფს ეძლევა დავალება პასიურ მწეველებზე. II ჯგუფს-მოზარდი და ალკოჰოლი. III ჯგუფს-რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ადამიანის დამოკიდებულება ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი. აქტივობა 3-მინი ლექცია აქტივობისათვის საჭირო დრო:15 წუთი. აქტივობის მიზანი:ინფორმაციის შევსება. აქტივობის აღწერა:სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს რომ მათი სამომავლო მიზნები პირდაპირ უკავშირდება მათივე ცხოვრების ჯანსაღ წესს.სურვილი იმისა რომ მომავალში იყვნენ წარმატებულები,მთელი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.ადრეულ ასაკში კი ამის გაცნობიერება დაეხმარება მათ მომავალი საქმიანობის წარმატებაში. ბიოლოგიის მასწავლებელი საუბრობს თამბაქოს,ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობის შესახებ.ყურადღებას ამახვილებს მათ მიერ გამოწვეული დაავადებების განვითარებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არამარტო ადამიანის, არამედ მათ მომავალსა და საერთოდ მთელ კაცობრიობას. შესვენება 5 წუთით. აქტივობა 4 მოსწავლეების ცნობიერების ამღლება ჯანსაღი ცხოვრებისა და წარმატებული მომავლის ურთიერთ კავშირის შესახებ. აქტივობისათვის საჭირო დრო:15 წუთი აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და იფორმაციის აქტიურ ცოდნათ გამოყენება. აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმმა საკუთარი ინიციატივითა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გადაწყვიტეს მირებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ მათ შექმნეს ბუკლეტები ნარკომანიაზე, გადაიღეს კლიპი ალკოჰოლიზმზე და ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა თამბაქოს შესახებ მოხდა მოსწავლეების მიერ ბუკლეტების დარიგება, კლიპისა და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების ჩვენება კლასის წინაშე. აქტივობა 5-მინი პროექტი”ჩემი მომავალი პროფესია და კარიერა’’ აქტივობისათვის საჭირო დრო:15 წუთი აქტივობის მიზანი:მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესზე ყურადღების კონცენტრაცისს, ლოგიკური აზროვნებისა და გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების განვითარება. აქტივობის აღწერა: თავდაპირველად მოსწავლეები ფორმატზე ქმნიან ასოციაციური კავშირების რუკას, ჯანსაღი და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.შემდეგ მათ ურიგდებათ ფერადი მინი ბარათები, სადაც ინდივიდუალურად აფიქსირებენ საკუთარ აზრს მომავალი პროფესიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ.მინი ბარათების შევსების შემდგე ისინი აკრავენ მათ ფორმატზე და ერთსულოვნად პასუხობონ გაკვეთილის თემის სათაურს. “მინდა ვიყო ჯანმრთელი? ჩვენ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელნი!’’ |
9. შეფასება | შეფასებისავის განკუთვნილი დრო:5 წუთი (იხ. შეფასების სქემა–დანართი 1). |
10. საკლასო მენეჯმენტი | ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნნოლოგიის გამოყენება-მოსწავლეებმა გამოიყენეს კომპიუტერი, იხელმძღვანელეს წიგნით "ენციკლობედია", ინტერნეტით. მობილური ტელეპონით გადაიგეს თვალსაჩინოებები, განათავსეს დისკზე და უჩვენეს მონიტორზე პროექტორით, ასევე გამოიყენეს ციქრული აპარატი და გადაიგეს კლიპები. |
დანართი 1.
შედეგები | 1-2-3 | 4 -5 | 6 - 7 | 8 – 9 - 10 |
შესავალი | ტრაფარეტული და უინტერესოა | მოსწავლე ცდილობს აუდიტორიის დაინტერესებას მათ ყურადღებას ვერ იპყრობს | სინტერესოა არის მოწოდება და შეეაბამება შინაარს | ეფექტურია,იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას |
თემის გასაგებად წარდგენა | ბუნდოვანია,საუბრობს დაბნეულად | მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტეებებს | გასაგებია,მაგრამ არის ხარვეზები,ითხოვს დაზუსტებას | წარომდგენილი საკითხების ნაწილი,გასაგები და დამჯერებელია |
ლოგიკურობა | ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის | ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა ზოგჯერ არათანმიმდევრულია | ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს ნაწილებს | ლოგიკურია და კარგადაა ჩამოყალიბებული |
არგუმენტაცია | არ აქვს არგუმენტი | არგუმენტები მცირეა და არადამაკმაყოფილებელი | არგუმენტები აქვს, მაგრამ გამყარებულია ფაქტორები მასალით ნაწილებს | არგუმენტები ბევრია და დამჯერებელი, გამყარებულია ფაქტორის ძალით |
დასკვნები | არ აქვს გაკვეთილი | დასკვნები ულოგიკო და გაუმართვია | ||
აუდიტორიასთან კონტაქტი |
No comments:
Post a Comment