მარტივი ვებ გვერდი
რა არის ვებ გვერდი? რეალურად ეს არის უბრალო ტექსტური ფაილი. მაგრამ რა არის ფაილი? მოდით ყველაფერი მიმდევრობით განვიხილოთ.
კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ფაილი წარმოადგენს ერთი სახის ან სხვანაირად ერთი ტიპის ინფორმაციას, რომელსაც გააჩნია გარკვეული თვისებები. მას გააჩნია სახელი, ზომა, ტიპის განმსაზღვრელი ატრიბუტი და ა.შ.
ფაილებს გააჩნიათ დაახლოებით ერთნაირი თვისებები. კერძოდ მოდით ყურადღება მივაქციოთ ფაილის ტიპს. ბევრ შემთხვევაში ფაილის შიგთავსის ტიპზე მიუთითებს მის სახელში მოცემული ე.წ. გაფართოება. ეს არის ფაილის სახელის ბოლოში, წერტილის შემდეგ მდგომი რამოდენიმე სიმბოლო. მაგალითად ".exe" მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფაილი არის კომპიუტერული პროგრამა Windows გარემოსთვის, ".zip" გაფართოება კი - შეკუმშულ ფაილების არქივზე. ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ფაილების გაფართოებები და მათი მნიშვნელობები:
.exe - Widows გარემოში შესრულებადი პროგრამა
.zip - პოპულარული ფაილების არქივატორი და შემკუმშველი Winzip-ის არქივი
.gz - gzip არქივატორის არქივი, გამოიყენება Unix/Linux გარემოში
.tar - tar არქივატორის არქივი, გამოიყენება Unix/Linux გარემოში
.sh - Unix/Linux ერთ-ერთი გარსი BASH-ის შესრულებადი ბრძანებების ფაილი
.bat - Windows-ში შესრულებადი ბრძანებების ფაილი
.txt - ტექსტური ფაილი
.doc - პოპულარული რედაქტორი MS Word-ის დოკუმენტი
.htm - ვებ გვერდი (იგივეა რაც html)
.swf - Macromedia Flash-ის ანიმაციის ფაილი
.gif - გრაფიკული გამოსახულების ფაილი
.jpg - გრაფიკული გამოსახულების ფაილი
.sql - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის SQL მოთხოვნების ფაილი
აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ტიპის ინფორმაცია ხშირად შეიძლება წარმოდგეს სხვადასხვა ფორმატში. მაგალითად ტექსტური დოკუმენტის შენახვა შეიძლება როგორც txt ტექსტურ ფაილში, ასევე MS Word-ის დოკუმენტშიც. როგორც წესი სხვადასხვა ფორმატები შექმნილია სხვადასხვა მიზნებისთვის და იძლევა განსხვავებულ ფუნქციონალურ საშუალებებს. მაგალითად txt ფორმატი არ იძლევა მასში გრაფიკული გამოსახულებების შენახვის საშუალებას, მაშინ როცა MS Word ფორმატში ტექსტთან ერთად არა მარტო უბრალო ილუსტრაციების და გრაფიკული სურათების, არამედ სხვა უფრო რთული ობიექტების, მაგალითად მათემატიკური გამოსახულებების შენახვაც შეიძლება.
როგორც ვიცით, ფაილები შედგებიან ბაიტებისგან. მაშინ, როცა txt ტექსტური ფაილი შეიცავს მხოლოდ სიმბოლოების აღმნიშვნელ ბაიტებს, მისი MS Word-ის ანალოგი თვით ტექსტის გარდა შეიცავს უამრავ დამხმარე ინფორმაციას ფორმატირებაზე და მასში არსებულ გრაფიკულ თუ სხვა ობიექტებზე. ცარიელი MS Word-ის ფაილიც კი ზომით გაცილებით უფრო მეტია ვიდრე 0 ბაიტი. ექსპერიმენტისთვის შექმენით ასეთი ფაილი, დატოვეთ ცარიელი და შეინახეთ. მაგალითად Word 2003-ით შექმნილი ცარიელი დოკუმენტი 10.5 კილობაიტია.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვებ გვერდი წარმოადგენს სპეციალური წესით შედგენილ txt ტექსტურ ფაილს. მასში ფორმატირების ფუნქციას სპეციალური წესით შედგენილი ჩვეულებრივი სიმბოლოები ასრულებენ. ასეთი მმართველი სიმბოლოები მოქცეულნი არიან გახსნილ და დახურულ კუთხურ ფრჩხილებში და მათ ტეგებს უწოდებენ.
როგორც ვიცით, ყველა ვებ დოკუმენტი იწყება
html და მთავრდება
/ html ტეგებით. მის შიგნით მოთავსებულია ორი ძირითადი ნაწილი - გვერდის თავი და ტანი. ისინი შესაბამისად მოქცეულნი არიან ტეგებში
head / head და
body / body . გვერდის თავში მოცემულია მისი მეტა ინფორმაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დოკუმენტის აღწერა. ესენია, დიკუმენტის სახელი, სიმბოლოების კოდირების სტანდარტი, გასაღები სიტყვები, რომელიც საძიებო სისტემამ შეიძლება მისი ინდექსირებისთვის გამოიყენოს და ა.შ. ტანში მოცემულია გვერდის ტექსტი. მისი ფორმატირებისთვის აგრეთვე გამოიყენება ტეგები. ზემოთ მოყვანილ მაგალითში სათაური მოქცეულია
h 1/ h 1ტეგებში. ის მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის მოქცეული ტექსტი არის პირველი დონის სათაური. ტეგი
p / p გამოიყენება აბზაცის მონიშნვნისთვის.
დოკუმენტის თავის ერთი ტეგი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. ესაა
meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=utf-8"ზუსტად ეს სტრიქონი ეუბნება ბრაუზერს, თუ რა წესით უნდა წაიკითხოს მან სიმბოლოები, და რა სახით ინფორმაციას შეიცავს გვერდი. ამ ტეგის გვერდში არ არსებობა, ან მისი არასწორი მნიშვნელობა, ხშირად ხდება ვებ გვერდის არასწორი ჩვენების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრის ხელით დაყენება. ბრაუზერების უმრავლესობა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელით მიუთითონ ეს პარამეტრი, რომელსაც გვერდის კოდირების სტანდარტს უწოდებენ.
ქვემოთ მოცემული ბმულები დაგეხმარებათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვებ გვერდებზე და html სტანდარტზე:
პროგრამა notepad-ში შექმენით შემდეგი სახის ვებ გვერდი:
- ვებ გვერდს უნდა ჰქონდეს თეთრისგან განსხვავებული ფონი სათაური დაფორმატებული იყოს პირველი დონის სათაურით.
- ვებ გვერდი უნდა შეიცავდეს ორ გრაფიკულ გამოსახულებას ისე, რომ პირველი მოთავსდეს მარჯვნივ, მეორე კი მარცხნივ.
- სასურველია სურათები მოთავსდეს სხვადასხვა პარაგრაფში;
- სურათის სიგანე ვებ გვერდზე არ უნდა აღემატებოდეს 100 პიქსელს სიგანეში ვებ გვერდი უნდა მთავრდებოდეს 2 სვეტიანი და 2 სტრიქონიანი ცხრილით.
- ცხრილის საზღვრის სიგანე უნდა შეადგენდეს 2 პიქსელს.
- სასურველია (არ არის აუცილებელი), რომ გვერდზე მოთავსებული იყოს ერთი ბმული
ვებ ბრაუზერი
ვებ ბრაუზერი არის პროგრამა, რომელიც ვებ სერვერთან http საშუალებით ამყარებს კავშირს იმისთვის, რომ მიიღოს და ასახოს ვებ გვერდები. http არა მარტო ვებ გვერდების მიღებას უზრუნველყოფს, არამედ ვებ სერვერებზე ინფორმაციის გადაცემის საშუალებასაც იძლევა. ამ დოკუმენტის მომენტში http-ს ყველაზე გავრცელებული ვერსიაა http ვერსია 1.1, რომელიც სრულადაა განსაზღვრული RFC 2616.
გვერდები იძებნება ე.წ. URL ( uniform resource locator - რესურსის ცალსახა ლოკატორი) მეშვეობით, რომელსაც გვერდის მისამართს უწოდებენ რომელიც იწყება "http:"-თი http სახის მიმართვისთვის. ბევრი ბრაუზერი მხარს უჭერს სხვა სახის მისამართებს, რომლებიც მიმართვისთვის იყენებენ სხვა პროტოლოლებს - მაგ. "ftp:" ფაილის გადაგზავნის პროტოკოლისთვის, "https:" (http-ს დაშიფრული ვერსია), და ა.შ.
ვებ გვერდის ფაილის ფორმატია HTML. ბრაუზერების უმეტესობას შეუძლია სხვადასხვა გრაფიკული ფაილებთან, მათ შორის JPEG, PNG და GIF ფორმატის ფაილებთან მუშაობა. სხვა ფორმატის ფაილებთან მუშაობა კი შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას ე.წ. plug-in დამატებების სახით. ეს არის პატარა პროგრამული მოდულები, რომელთა დანიშნულებაა ბრაუზერის ფუნქციონალური საშუალებების გაფართოება. ჰტმლ და გრაფიკული ფაილების URL-ის კომბინირება, დიზაინერებს ვებ გვერდებში სურათების და სხვა ობიექტების (java აპლეტები/პროგრამები, ვიდეო და აუდიო მონაცემები და ა.შ.) ინტეგრირების საშუალებას აძლევს.
პირველი ვებ ბრაუზერები HTML -ის ძალზედ მარტივ ვერსიას იყენებდნენ. ვებ ბრაუზერების შემქმნელების მიერ პროგრამების სწაფმა განვითარებამ გამოიწვია ჰტმლ-ის არასტანდარტული დიალექტების შექმნა, რამაც თავის თავად წარმოქმნა ვებ ტექნოლოგიების ურთიერთ-თავსებადობის პრობლემები.თანამედროვე ბრაუზერები უზრუნველყოფენ HTML და XHTML სტანდარტების მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს ყველა ბრაუზერში გვერდის ერთნაირად გამოჩენას. თანამედროვე გვერდების უმეტესობ შექმნილია WYSIWYG ტიპის რედაქტორებით, როგორიცაა Macromedia Dreamweaver or Microsoft Frontpage . ასეთი პროგრამები ნაგულისხმევად ხშირად აგენერირებენ არასტანდარტულ html-ს, განსაკუთრებით ეს ეხება სტილების კასკადურ სიებს და XHTML.
მოკლე ისტორია
ტიმ ბერნს-ლი იყო პირველი, ვინც გამოიყენა ჰიპერტექსტი ინფორმაციის გასაზიარებლად. 1990 წელს მან შექმნა პირველი პროგრამა ბრაუზერი, დაარქვა მას WorldWideWeb (მსოფლიო აბლაბუდა) და 1991 წელს წარუდგინა ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციას - CERN , სადაც იგი მუშაობდა. ბრაუზერი წარმოგდენილი იყო როგორც CERN -ის დიდი სატელეფონო ცნობარის შემცვლელი. იგი ამუშავებდა მხოლოდ ტექსტური სახის ინფორმაციას და უზრუნველყოფდა telnet/gopher-ის მისამართების ადვილ და მოსახერხებელ ინტეგრირებას. გრაფიკის ინტეგრირება მოხდა მოგვიანებით, რამაც გამოიწვია ბრაუზერის, ინტერნეტის ერთ-ერთ შეუცვლელ პროგრამად ჩამოყალიბება.
ბრაუზერის ფართო გავრცელება/გამოყენება განაპირობა გრაფიკულმა ბრაუზერმა NCSA Mosaic რომელიც შეიქმნა სუპერგამოთვლების ნაციონალურ ცენტრში. იგი თავდაპირველად მუშაობდა UNIX-ზე, მაგრამ შემდგომში გადატანილ იქნა Apple Macintosh და Microsoft Windows პლატფორმებზეც. მისი პირველი ვერსია გამოვიდა 1993 წლის სექტემბერში. მარკ ანდერსენი, ვინც უძღვებოდა ამ პროექტს წავიდა სამუშაოდან და დაარსა კომპანია, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა Netscape Communications Corporation.
ნეტსკეიპმა გამოუშვა მისი ფლაგმანი პროგრამა - ნავიგატორი 1994 წლის ოქტომბერში რომელის ფართოდ გავრცელებაც დაიწყო ერთი წლის შემდეგ. მაიკროსოფტმა, რომელმაც ამ დროისთვის ფაქტიურად უკვე დააგვიანა ამ ბაზარზე გამოუშვა პროდუქტი Internet Explorer , რომელიც თავისთავად სასწრაფოდ შეიძინა კომპანია Spyglass Inc . ასე დაიწყო ბრაუზერების ბრძოლა - ბრძოლა ბრაუზერების ბაზრისთვის მაიკროსოფტსა და ნეტსკეიპს შორის.
ომი დამთავრდა 1998 წელს, როცა ნეტსკეიპის საბაზრო დანაკარგებმა შეუბრუნებელი ხასიათი მიიღო. იგი შეეცადა გაეხსნა საკუთარი საწყისი კოდი და შექმნა ღია წყაროს პრინციპებზე პროექტი Mozilla, მაგრამ ამან ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო. ნეტსკეიპი 1998 წლის ბოლოს შეიძინა AOL-მა.
თავიდან პროგრამისტები ვერ დაინტერესდნენ Mozilla პროექტით, მაგრამ 2002 წლისთვის იგი ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი და სტაბილური პროგრამა. 2004 წელს მოზილა პროექტმა გამოუშვა თავისი ახალი ბრაუზერი სახელით - Firefox. 2005 წლის მონაცემებით მას უჭირავს ბრაუზერების ვაზრის 10%.
სასწავლო კურსის მსვლელობისას ჩვენ გამოვიყენებთ ბრაუზერ ფფ-ს. ეს განპირობებულია იმით, რომ იგი მუშაობს ყველა სუსტემაზე, უზრუნველყოფს საბოლოო სტანდარტების მხარდაჭერას და ამავე დროს არის საკმაოდ პატარა და სწრაფი.
სხვა ბრაუზერები, როგორიცაა Opera, Safari, Konqueror მუშაობენ სხვადასხვა სისტემებზე
ბრაუზერების ძირითადი საშუალებები
მიუხედავად იმისა, რომ ბრაუზერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მომხმარებელს შეუძლია შენიშნოს ის ძირითადი საშუალებები, რომელთა ნახვა შეიძლება ყველა ბრაუზერში. ქვემოთ მოყვანილია ამ საშუალებების ჩამონათვალი.
სტანდარტული მხარდაჭერა
- HTTP და HTTPS
- HTML, XML და XHTML
- Graphics file formats როგორიცაა GIF, PNG, JPEG და SVG
- Cascading Style Sheets
- JavaScript (Dynamic HTML)
- Cookie
- Digital certificates
- Java (applets)
- Favicons
ფუნდამენტური საშუალებები
- Bookmark
- Download manager
- Caching
- plugin მხარდაჭერა როგორიცაა Macromedia Flash და QuickTime
გამოყენებადობა
- Autocompletion მისამართებისთვის და ფორმებისთვის
- Tabbed browsing
- Spatial navigation
- Caret navigation
- Screen reader or full speech support
ხელშემშლელების ბლოკირება
- Pop-up ad ბლოკირება
- Ad filtering
უნიკოდი და მისი ჩაწერის ფორმატი
რა არის უნიკოდი?
უნიკოდის ყოველ სიმბოლოს შეესაბამება უნიკალური რიცხვი ,არა აქვს მნიშვნელობა რომელი პლატფორმაა ,არა აქვს მნიშვნელობა რომელი პროგრამაა ,არა აქვს მნიშვნელობა რომელი ენაა .
ფაქტიურად, კომპიუტერებს ურთიერთობა აქვთ მხოლოდ რიცხვებთან. მათ ნებისმიერი ასოსთვის ან სიმბოლოსთვის გამოყოფილი აქვთ უნიკალური რიცხვი. უნიკოდის გამოგონებამდე არსებობდა ასობით სხვადასხვა სახის კოდირების სისტემა, ასოების რიცხვებთან დასაკავშირებლად. არც ერთი კოდირების სისტემა არ შეიცავდა საჭირო რაოდენობის სიმბოლოებს: მაგალითად, მხოლოდ ევროსაბჭოს ესაჭიროება რამოდენიმე განსხვავებული კოდირება, რათა დაეკმაყოფილებინა ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ენები. ცალკეული ენებისათვის, როგორიცაა ინგლისური, არ არსებობდა ისეთი კოდირება, რომ ადეკვატური ყოფილიყო ყველა ასოს, სპეცსიმბოლოსა და პუნქტუაციის ნიშნისათვის.
სხვადასხვა კოდირების სისტემები კონფლიქტში მოდიოდნენ ერთმანეთთან. ორ განსხვავებულ კოდირებაში ერთიდაიგივე რიცხვი გამოიყენებოდა სხვადასხვა ასოებისათვის, ან სხვადასხვა რიცხვები ერთი ასოსათვის. ნებისმიერი კომპიუტერი (განსაკუთრებით კი სერვერი) საჭიროებს მოემსახუროს სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ კოდირებებს; და მაინც, როდესაც ხდება მონაცემების გადაყვანა სხვადასხვა კოდირებაში ან პლატფორმაზე, ეს პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია მონაცემების დაზიანების რისკთან.
უნიკოდი ცვლის ამ ყოველივეს !
უნიკოდი უზრუნველყოფს ყოველი სიმბოლოსათვის უნიკალურ რიცხვს, იმისდა მიუხედავად რომელი პლატფორმაა, რომელი პროგრამაა, რომელი ენაა. უნიკოდის სტანდარტი ათვისებულ იქნა ისეთი ინდუსტრიული ლიდერების მიერ როგორებიცაა Apple, HP, IBM, JustSystem, Microsoft, Oracle, SAP, Sun, Sybase, Unisys და სხვა მრავალი. უნიკოდი ესაჭიროება ისეთ თანამედროვე სტანდარტებს, როგორებიცაა XML, Java, ECMAScript (JavaScript), LDAP, CORBA 3.0, WML და ასე შემდეგ. და არის ოფიციალური გზა ISO/IEC 10646-ის განსახორციელებლად. უნიკოდის მხარდაჭერა აქვს უმრავლეს ოპერაციულ სისტემებს, ყველა თანამებროვე ბრაუზერს და სხვა მრავალ პროგრამებს. უნიკოდის სტანდარტის გამოჩენამ და მისი არსებობის აუცილებამ გამოკვეთა გლობალური პროგრამული უზრუნველყოფების ტენდენცია.
უნიკოდის ჩართვა კლიენტ-სერვერებში ან მრავალრიგიან აპლიკაციებში და ვებ გვერდებში საგრძნობლად ამცირებს სიმბოლოების გამოყენების დანახარჯებს. უნიკოდი იძლევა საშუალებებას ერთი პროგრამული პროდუქტი ან ვებ საითი გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა კომპიუტერულ პლატფორმაზე, ენაზე და სხვადასხვა ქვეყნებში რაიმე ცვლილებების გარეშე. ეს საშუალებას გვაძლევს მონაცემები ვცვალოთ განსხვავებულ სისტემებს შორის რაიმე დანაკარგის გარეშე.
უნიკოდის კონსორციუმის შესახებ
უნიკოდის კონსორციუმი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია იმისათვის, რომ განავითაროს, გააფართოვოს და წინ წასწიოს უნიკოდის გამოყენება, რომელიც განსაზღვრავს ტექსტის გადმოცემას თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფაში და სტანდარტებში. ამ კონსორციუმის წევრები არიან მრავალი ორგანიზაციები და კორპორაციები კომპიუტერების და ინფორმაციის წარმოების დარგში. კონსორციუმი ფინანსდება მისი წევრების საწევრო შენატანებით. გაწევრიანებაშეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას ან კერძო პირს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რომელიც იყენებს უნიკოდის სტანდარტს და სურს ხელი შეუწყოს მის გავრცელებას და განვითარებას.
მოვიყვანოთ ANSII კოდების ცხრილი:
ტერმინი ვებ-სერვერი შეიძლება ნიშნავდეს ორ რაღაცას:
- კომპიუტერს, რომლის მოვალეობაცაა ვებ-გვერდების და სხვა ფაილების http პროტოკოლით მიწოდება
- პროგრამას, რომელიც კომპიუტერზე მუშაობს ფონურ რეჟიმში და ემსახურება შემოსულ მოთხოვნებს ფაილების
ვებ სერვერს სხვანაირად http-სერვერსაც უწოდებენ. მათთან კავშირისთვის ძირითადად გამოიყენება ვებ ბრაუზერები.
ძირითადი საშუალებები
მიუხედავად იმისა, რომ ვებ სერვერის პროგრამები განსხვავდებიან შესრულების დეტალებით, მათ ყველას გააჩნიათ საერთო თვისებები. ყველა ვებ-სერვერი ქსელიდან იღებს http მოთხოვნას და აგზავნის შესაბამის http პასუხს. http პასუხი ძირითადად შესდგება HTML გვერდისგან, მაგრამ ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ტექსტურ, გარფიკულ, აუდიო ან ნებისმიერი სხვა ტიპის დოკუმენტს.
დოკუმენტების იდენტიფიკაცია
ვებ სერვერები, URI-ის (Uniform Resource Identifier - რესურსის ცალსახა იდენტიფიკატორი) ფაილის მარშრუტის ნაწილს უთანადებენ კომპიუტერის ლოკალური ფაილური სისტემის რესურსს ანუ ფაილს. მარშრუტი რომელიც მითითებულია URI-ში, მოცემულია ვერ სერვერის საწყისი კატალოგის/ფოლდერის მიმართ.
მაგალითად განვიხილოთ შემდეგი URI რომელიც შეიძლება გამოიყენიო კლიენტმა:
http://www.example.com/path/file.html
კლიენტის ვებ-ბრაუზერი გამოყოფს კომპიუტერის მისამართს - www.example.com და გაგზავნის მასზე http 1.1 მოთხოვნას:
GET /path/file.html HTTP/1.1
Host: www.example.com
პროგრამა ვებ სერვერი, რომელიც მუშაობს კომპიუტერზე www.example.com დაუმატებს მის კონფიგურაციის ფაილში განსაზღვრულ ძირეული კატალოგის მარშრუტს c:\apache\htdocs\ . შედეგად მივიღებთ სერვერის სისტემაში რესურსის ანუ ფაილის სრულ მარშრუტს:
c:\apache\htdocs\ path \ file.html
შენიშვნა : Windows და UNIX ოპერაციული სისტემები კატალოგების/ფოლდერების გამყოფ სიმბოლოდ იყენებენ სხვადასხვა ნიშანს. URI-ში ყოველთვის გამოიყენება UNIX სისტემის სიმბოლო ”
/ ”. თუ სერვერი განთავსებულია Windows ოპერაციულ სისტემაზე, ვებ სერვერი პროგრამა ლოკალურ ფაილურ სისტემაში სამუშაოდ შეცვლის მას ”
\ ” ნიშნით ვებ სერვერი წაიკითხავს ფაილს და გადაუგზავნის მას კლიენტის ვებ ბრაუზერს პასუხის სახით. სერვერის პასუხი შეიცავს თვით ფაილს, რომელსაც წინ ერთვის ე.წ. პროტოკოლის სათაური, სადაც მითითებულია სხვადასხვა ინფორმაცია, მაგ. ფაილის სახელი, მისი ზომა, ფაილის შიგთავსის ტიპი, და ა.შ.
მოკლე ისტორიული ცნობა
1989 წელს, ტიმ ბერნერს-ლიიმ თავის დამქირავებელს - ევროპის ბირთვული კვლევების ცენრტს (CERN) წარუდგინა ახალი პროექტი, რომლიც მიზანიც იყო კვლევების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლის გაადვილება, ჰიპერ ტექსტური სისტემის გამოყენებით. შედეგად ბერნერს-ლიიმ დაწერა ორი პროგრამა: ბრაუზერი, რომელსაც სახელად ერქვა WorldWideWeb და მსოფლიოში პირველი ვებ სერვერი, რომელიც მუშაობდა NeXTSTEP სისტემაზე.
ვებ-სერვერი პროგრამები
ყველაზე ფართოდ გავრცელებული http სერვერი პროგრამებია:
Apache არის ყველაზე გავრცელებულ პროგრამას. კომპანია
Netcraft -ის 2005 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ინტერნეტში ყველა ვებ-საიტის 69% მუშაობს ამ პროგრამის გამოყენებით.
რა არის PHP?
PHP არის სკრიპტის ერთ-ერთი სალაპარაკო ენა, რომელიც თავისი ბრძანებების საშუალებით, PHP-ში დაწერილ კოდს, ბრაუზერში გარდაქმნის HTML და XHTML კოდად. ალბათ ხშირად გინახავთ საიტები, რომელთა გამოძახებისას ბრაუზერის სამისამართო ჩარჩოში, რომ ჩნდება დაბოლოება PHP. ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სერვერში დაინსტალირებულია PHP და მოცემული საიტი დაწერილია PHP კოდით. ჩვენ თუ ვეცდებით ამ მოცემული საიტის კოდის ბრაუზერიდან წაკითხვას, როგორც ამას HTML-ის დროს ვაკეთებდით, ამ შემთხვევაში აქ ბევრს ვერაფერს ვნახავთ. შესაძლებელია მთლიანი კოდის არ ჩვენებაც. ეს ტექნიკა პროგრამირებაში ახალი არაა და იგი ჯერ კიდევ PERL -ში გამოიყენებოდა, რომლისაგანაც წარმოიშვა PHP.
1994 წელს რასმუს ლერდორფმა, რომელსაც სურდა ზემოთ ნათქვამი ხერხის განხორციელება ბრაუზერში, შექმნა ზუსტად პირველი ვერსია, რომელიც ამავე წელს გამოაქვეყნა, სახელწოდებით Personal Homepage Tools. ძალიან მალევე მოხდა პირველი ვერსიის გადამუშავება და ოფიციალურად დაერქვა PHP.
როგორც წესი, PHP ორიენტირებას UNIX და Linux სერვერზე ამყარებს, მაგრამ ასევე ადვილად მოსახერხებელია მისი Windows-ში გამოყენება. და რადგან PHP-ში დაწერილი კოდის გასინჯვა, ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ ვეცდებით აგიხსნათ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება Lokal მდგომარეობაში, ანუ მაშინ, როცა ინტერნეტში არა ხართ ჩართული. ამ მიზნისათვის არსებობს სპეციალური პროგრამები, რომელსაც ქვია მაგ. Vertrigo, Xammp, foxserv-v1.0.exe და ა. შ. და რომლის საშუალებითაც ადვილადაა შესაძლებელი, PHP-ში დაწერილი კოდის, გასინჯვა, გადამუშავება და შემდეგ გაგზავნა და დასმა მთავარ სერვერზე, სადაც უკვე წინასწარ ჩატვირთული იქნება PHP, სერვერის მეპატრონის მიერ.
Xammp-ის ინსტალაცია
ვნახოთ, როგორ უნდა დავაინსტალიროთ მოცემული პროგრამა Windows Xp-სისტემaში. მოცემული პროგრამა დამყარებულია Apache-Web-Server-ზე, მონაცემთა ბაზა Mysql-ზე და PHP Hypertext Preprocessor-ზე.
გაუშვით საინსტალაციო ფაილი ანუ setup, აირჩიეთ პროგრამის ინტერფეისის ენა და დაეთანხმეთ
გაუშვით საინსტალაციო ფაილი ანუ setup, აირჩიეთ პროგრამის ინტერფეისის ენა და დაეთანხმეთ
წაიკითხეთ მისალმების ტექტსტი და გააგრძელეთ
შემდეგ ფანჯარაში მიუთითეთ თუ სად უნდა მოათავსოთ ფაილები, თუ არ იქნებით წინააღმდეგი მიუთითეთ D:/Xammp და გააგრძელეთ Next,
მონიშნეთ სასურველი მონიშვნის ველები
დაელოდეთ
დასრულდა პროგრამის დაყენება და დააწკაპუნეთ Finish-ზე.
შემდეგ გაუშვით ლოკალური სერვერი. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა:
გაუშვით პირველ რიგში Apache და შემდეგ MySql.
დადგა დრო შევამოწმოთ ჩვენი სამუშაოს შედეგი. გაუშვით ბრაუზერი და გამოიძახეთ მისამართი
http://localhost . თუ ყველაფერი მუშაობს, თქვენ დაინახავთ Xammp-ის ნაგულისხმევ ვებ გვერდს. აქ მოცემულია ბმულები სერვერის ოფიციალურ საიტზე და დოკუმენტაციაზე, რომელიც განთავსებულია ლოკალურად.
სერვერის დაყენების შემდეგ, პროგრამების ხაზში შენიშნავთ ვებ სერვერის მართვის პროგრამას. მისი დანიშნულებაა ვებ სერვისის მართვა. სერვისი - არის სპეციალური პროგრამა, რომელიც გაშვების შემთხვევაში მუშაობს ფონურ რეჟიმში და ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. სერვერი მუშაობს როგორც სერვისი ანუ პროგრამა, რომელიც ელოდება შემოსულ მოთხოვნებს და ასრულებს შესაბამის მოქმედებებს.
თუ შეცდომაა და არ აჩვენებს მაინც, მაშინ შედით ბრაუზერის Tool მენუში, აირჩიეთ Internet Options, გადადით ჩანართზე Conections ---- ან Settings, ჩართეთ მონიშვნის ველი – Use a Proxy Server for your LAN და შეიტანეთ შეწორებები. ჩაწერეთ ისე როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები
localhost -სა და 127.0.0.1 შორის ისმება წერტილ-მძიმე.
მაუსის მარცხენა ღილაკით დააწკაპუნეთ პროგრამის ნიშანზე. გაიხსნება პროგრამის ფანჯარა სადაც განლაგებულია ვებ სერვისის გაჩერების (Stop), გაშვების (Start) და გაჩერების და ხელახლა გაშვების (Restart) ღილაკები.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.w3.org/MarkUp - WWW კონსორციუმი, HTML-ის ვებ გვერდი
http://www.citforum.ru/internet/html - რუსული რესურსები HTML-ზე
Практическое руководство по HTML
www.telavi.net
ლაშა ალთუნაშვილი, ლექციების კურსი, HTML. თბ. 2005.